NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

დეტროიტი - კლივლენდი

ბოლო ტურში, ინდიანასთან მარცხის შემდეგ ( 98:115 ), დეტროიტი შინ კლივლენდს მიიღებს. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ ერთი ამრცხი აქვთ განცდილი. 31 მოგებით და 33 წაგებით, პისტონსი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილზე იმყოფება.

 

ზედიზედ ორივე მარცხი იწვნია მოქმედმა ჩემპიონმა. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში კლივლენდის დამარცხება, მაიამიმ შეძლო. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, ორი მოგება აქვთ აქტივში. 42 გამარჯვებით და 20 მარცხით, კავალიერი ამავე კონფერენციის ლიდერია.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება, ლებრონს და კამპანიას დარჩა. დეტროიტი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 102.2 ქულას უშვებს. რაც შეეხება კლივლენდს, ბოლო ხუთ გასვლაზე, ის საშუალოდ 110.2 ქულას აგროვებს.

ვფიქრობთ, აღნიშნული სტატისტიკის და ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, ასევე ორმატჩანი სერიათა მარცხის შემდეგ, დროა მოქმედმა ჩემპიონმა გამარჯვება იზეიმოს @ 2

 

ტრავმები :

დეტროიტი - არონ ბეინსი;

კლივლენდი - კაილი კორვერი, ჯ.რ სმიტი, კევინ ლავი.

 

 

ოკლაჰომა - სან ანტონიო

მიჯრით ოთხი მარცხი განიცადა ოკალჰომამ. თანდერსის მოთამაშეები, გასულ ტურში პორტლენდთან დამარცხსნენ შინაურ კელდებში 121:126. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ოთხჯერ აქვთ წარმატებისთვის მიღწეული. 35 გამარჯვებით და 29 წაგებით, ოკლაჰომა დასავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილს სჯერდება.

 

რაც შეეხება სან ანტონიოს, ტეხასელებს კარგი ფორმა აქვთ აკრეფილი, მოიგებს რა ზედიზედ 9 შეხვედრა. ბოლო ტურში, მათი „მსხვერპლი“ საკრამენტო გახდა. სტუმრებს, ბოლო ხუთივე გასვლითი შეხვედრა მოგებული აქვთ. 50 გამარჯვების წილ 12 მარცხით, სპურსი ამავე კონფერნეციის მე-2 პოზიციაზე იმყოფება.

 

გუნდები ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება ოკალჰომას დარჩა. ვესტბრუკი და კამპანია, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 108 ქულას უშვებს. სან ანტონიო თავის მხრივ, ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, საშუალოდ 108.4 ქულას აგროვებს.

 

ვფიქრობთ, მას შემდეგ რაც კევინ დურანტმა ტრავმა მიიღო და სან ანტონიოს კონფერენციის მოგების რეალური შანსი გაუშვა, ტეხასელები შეეცდებიან მოგებათა სერია მაქსიმუმადე გაწურონ, შესაბამისად სან ანტონიოს  გამარჯვება @ 2

ტრავმები :

ოკლაჰომა - არავინ;

 

სან ანტონიო - კაილი ანდერსონი, მანუ ჯინობილი (სათუოა)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები