რემზი პრემიერ ლიგაში? - ნიუკასლი აქტიურობს
Aa
Aa

რემზი პრემიერ ლიგაში? - ნიუკასლი აქტიურობს

აარონ რემზის ტურინული მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია. უელსელ ფეხბურთელს იუვეში ბევრი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. სპორტულ პრესაში კი მის ტრანსფერზე ალაპარაკდნენ.

აარონს „ნიუკასლი“ დაუკავშირეს და შესაძლოა ის პრემიერ ლიგაში კვლავ ვიხილოთ. სხვადასხვა დროს რემზის არაერთ პრემიერ ლიგის კლუბს უკავშირებდნენ, მათ შორის „ევერტონს“, თუმცა ახლა საქმეში „ნიუკასლი“ ჩაერთო, რომელიც საკმაოდ აქტიურობს.

GOAL-ის ინფორმაციით, „კაჭკაჭები“ ახლა ტურინული გრანდის პოზიციას არკვევენ. ჯერჯერობით ოფიციალურად ცნობილი არაფერი არის და შესაძლოა „ბიანკონერი“ შეთავაზებულ წინადადებას არ დათანხმდეს.

უელსელ ფეხბურთელს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. რემზის ტრანსფერი რეალური შესაძლოა მისმა ტრავმებმა გახადონ. რეალურად, კლუბი 30 წლის ფეხბურთელს ხშირი დაზიანებების გამო ვერ იყენებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრი აპირებს, რომ აარონი ახალი ტაქტიკის საკვანძო ფიგურა იქნება, თუმცა ხშირი ტრავმიანობა შესაძლოა ამის ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

რემზი „იუვენტუსში“

რემზი „ბებერი ქალბატონს“ 2019 წელს „არსენალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში აარონმა „იუვენტუსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 65-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები