Aa Aa
2 აგვისტო 2021  |  17:27

„დიდ კლუბში სათამაშოდ მზად არაა" - საფეხბურთო აგენტი ხვიჩაზე

იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, ფრანკო კამოციმ „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. კამოციმ, რომელიც „სპარტაკის“ მფლობელის, ლეონიდ ფედუნის ყოფილი მრჩეველი გახლავთ, განაცხადა, რომ „კვარა“ დიდ კლუბში სათამაშოდ მზად არაა.

„ხვიჩას ევროპაში თამაში შეუძლია, მაგრამ ჯერჯერობით საამისოდ დონე არ ჰყოფნის. მან უნდა იმუშავოს იმაზე, რომ მისი ფეხბურთი უკეთესი გახდეს. კვარაცხელიას კარგი მახასიათებლები აქვს, მაგრამ ამ მომენტში, ეს ტოპ კლუბში სათამაშოდ საკმარისი არაა“.

ბოლო პერიოდში კვარაცხელიას „მილანს“ უკავშირებდნენ, თუმცა ხვიჩას „როსონერიში“ ტრანსფერი გამოირიცხა. შემდეგ „ტოტენჰემზე“ დაიწერა, მაგრამ „ნისლიან ალბიონზე“ ირწმუნებიან, რომ ამ გარიგების გაჩარხვის ალბათობაც ძალიან დაბალია.

შეგახსენებთ, 2020-21 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინის“ მაისურით რუსეთის პრემიერ ლიგის 23 მატჩში 4 გოლი შეაგდო, საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი კი რვას შეადგენს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში