Aa Aa
2 აგვისტო 2021  |  04:24

დახვედრა აეროპორტში - ძიუდოს ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

ქართველი ძიუდოისტები ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძიუდოს ნაკრებს ასობით გულშემატკივარი დახვდა.

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. ლაშა გუჯეჯიანის შეგირდებმა 4 მედალი მოიპოვეს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა დაისაკუთრეს.

ლაშა ბექაური - ოლიმპიური ჩემპიონი

 

ლაშა შავდათუაშვილი - ვერცხლის მედლის მფლობელი

გურამ თუშიშვილი - ვერცხლის მედლის მფლობელი

ვაჟა მარგველაშვილი - ვერცხლის მედლის მფლობელი

ლაშა გუჯეჯიანი - ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი

გიორგი ათაბეგაშვილი - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი

 

 

საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიურ თამაშებზე არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში