Aa
Aa

"ბრავო ლუკააა" - ტედი რინერმა ლუკა მხეიძეს მიულოცა!

ტოკიოს ოლიმპიადა დაიწყო და გულშემატკივრებმა საკმაოდ საინტერესო შეჯიბრებები იხილეს. ქართველებს, რა თქმა უნდა, ძიუდოისტების იმედი აქვთ. საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძემ -60კგ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლუკამ ნახევარფინალში ვეი იუნ იანს ვერ აჯობა, ხოლო ბირნჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სამხრეთკორეელი ჯინ ვონ კიმი იპონით დაამარცხა. ცნობისთვის, ლუკამ ნახევარფინალამდე ფრანსისკო გარიგოსი და არტიომ ლესიუკი გამოთიშა ასპარეზობას

ლუკას ამ წარმატებას ლეგენდარული ძიუდოისტი ტედი რინერი გამოეხმაურა, რომელმაც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ქართველ სპორტსმენს გამარჯვება შემდეგნაირად მიულოცა: „შაააა !! ბრავო ლუკააა!!“

ცნობისთვის, მხეიძის ბრინჯაოს მედალს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა:

„ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ჰუმანური ისტორიებია. საქართველოში დაბადებულმა ლუკა მხეიძემ, რომელიც 2015 წელს ფრანგი გახდა, ტოკიოში პირველი მედალი მოიპოვა. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია მისით ამაყობს!“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები