Aa Aa
22 ივლისი 2021  |  23:51

ვეინალდუმი: "ბავშვობიდან ბარსას ვქომაგობ, თუმცა პსჟ-მ ტრანსფერისთვის ყველაფერი გააკეთა

ჟორჟინიო ვეინალდუმმა RMC Sport-თან ინტერვიუში პსჟ-ში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა და „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებებიც გაიხსენა.

„რთული არჩევანი იყო. ბავშვობიდან ბარსელონას ვქომაგობ. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და კარგი წინათგრძნობაც მქონდა. ასევე განვიხილავდი პსჟ-ში და სხვა კლუბებში გადასვლის ვარიანტებსაც.

პსჟ-მ ჩემთან კომუნიკაცია ბარსაზე ადრეც კი დაიწყო. რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, თუმცა ეს სრული გაგებით მოლაპარაკებები არ ყოფილა.

მას შემდეგ, რაც ჩემით ბარსელონა დაინტერესდა პსჟ დაბრუნდა. ვესაუბრე ლეონარდოს, შემდეგ პოჩეტინოს, რომელსაც ტოტენჰემიდან ვიცნობ. მას ჩემი გუნდში მიყვანა სურდა.

პოჩეტინომ ამიხსნა, თუ როგორ პროექტს აშენებს პსჟ. განმარტა, რომ კლუბს გამარჯვება საფრანგეთშიც და ევროპაშიც სურს. მიამბო როგორი გუნდია.

ვფიქრობდი, რომ საინტერესო პროექტი იყო და წინადადების მოსასმენად მზად ვიყავი. სწორედ ამ წუთიდან დაიწყო მოლაპარაკებები. ყველაფერი იდეალურად არ გამოსულა, თუმცა მათ ნამდვილად ყველაფერი გააკეთეს, რომ ხელი მომეწერა“.

შეგახსენებთ, რომ ვეინალდუმს „ბარსელონასთან“ წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდა, თუმცა კატალონიელები მას წლიურად დაახლოებით 5 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, პსჟ-მ კი ნიდერლანდელს 10 მილიონი შესთავაზა, რაც გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა. „ბარსამ“ ანაზღაურების გაზრდა არ ისურვა, რაც მათი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე მოსალოდნელიც იყო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში