Aa Aa
22 ივლისი 2021  |  00:48

რეალის გეგმა - ალაბას შემდეგ გორეცკაც უფასოდ!

მადრიდის „რეალი“, რომ ტრანსფერებში დიდ თანხებს აღარ იხდის ეს ახალი არ არის. ამის ნათელი მაგალითი დავიდ ალაბაა, რომელიც „ბლანკოსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მადრიდელებს „ბაიერნიდან“ საკმაოდ კარგი ფეხბურთელები მოჰყავთ, თანაც ხელსაყრელ ფასებში. ალაბაზე უკვე მოგახსენეთ, გავიხსენოთ 2014 წელი და ტონი კროოსი. ფლორენტინო პერესმა გერმანელ ნახევარმცველში 25 მილიონი ევრო გადაიხადა.

ესპანური გამოცემა MARCA ახალ ინფორმაციას ავრცელებს. „სამეფო კლუბს“ „რეკორდმაისტერის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი ლეონ გორეცკა სურს. ამპლულით ნახევარმცველს საკუთარ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება.

წყაროს ცნობით, მადრიდელებმა ლეონს აცნობეს, რომ თუ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს თავისუფლად შეძლებს ესპანეთის დედაქალაქში გადმობარგებას და „რეალის“ ფორმის მორგებას.

ტრანსფერის რეალურობას ისიც უწყობს ხელს, რომ ლუკა მოდრიჩი ახლა 35 წლის არის და გუნდთან ხელშეკრულება 1 წელიწადში ეწურება. როგორც ცნობილია, ტონი კროოსი ფეხბურთის თამაშს დიდ ხანს არ აპირებს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მან სანაკრებო კარიერა დაასრულა. კროოსს და მოდრიჩს კი შემცვლელი აუცილებლად დასჭირდებათ. მადრიდში თვლიან, რომ ლეონი ნახევარდაცვის გაძლიერების საუკეთესო ვარიანტია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში