ცხადაძემ დაადასტურა - კვასხვაძემ დინამო თბილისი დატოვა
Aa
Aa

ცხადაძემ დაადასტურა - კვასხვაძემ დინამო თბილისი დატოვა

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დინამო" თბილისი მეკარემ, როინ კვასხვაძემ დატოვა, დადასტურდა.

მოგეხსენებათ, ხვალ „დინამოს" „მაკაბის" წინააღმდეგ, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ელის და დღეს, დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში ტრადიციული, მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგა. ინფორმაცია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ სწორედ პრესკონფერენციის მიმდინარეობისას გაავრცელა:

„ტრავმები არ გვაქვს, თუმცა სიახლეა ის, რომ გუნდი კვასხვაძემ დატოვა.

ეს გადაწყვეტილება ორმხრივი იყო და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება - ის ძალიან განიცდიდა ბოლო დროს განცდილ მარცხს.

მინდა, როინს წარმატება ვუსურვო",-აღნიშნა „დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა.

კახა ცხადაძე: „ნეფთჩისთან მარცხი მოტივაციად უნდა ვაქციოთ"

32 წლის მეკარე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის რიგებს 2020 წლის ზამთარში, ქუთაისის „ტორპედოდან" შეუერთდა. ამ დროში მან „დინამოსთან" ერთად რანგით უმაღლეს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, 35 მატჩი ჩაატარა და გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა (2020) იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები