Aa Aa
21 ივლისი 2021  |  19:03

"ნამდვილი ლიდერი და გამარჯვებულია" - დანი ალვეში ოლიმპიადაზე ითამაშებს!

22 ივლისს ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ჩაერთვება. „სელესაო“ გერმანიას დაუპირისპირდება. როგორც წესი, ყველა ნაკრებს უფლება აქვს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე 3 ისეთი ფეხბურთელი წაიყვანონ, რომლებიც 23 წელს არიან გადაშორებული.

როგორც გაირკვა, ანდრე ჟარდინმა(ოლიმპიურ თამაშებზე ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა) ვეტერანი ბრაზილიელი ტოკიოში წაიყვანა და მარჯვენა ფლანგზე სწორედ დანი ალვეში მოგვევლინება. ამასთან დაკავშირებით ჟარდინმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ჟარდინმა?

„როდესაც ვუთხარი, რომ ნაკრებში ითამაშებდა თვალები გაუბრწყინდა. დანი ნამდვილი ლიდერი და გამარჯვებულია. მას საოცარი ქარიზმა აქვს. ალვეშს ყველა ბრაზილიელი ფეხბურთელი პატივს სცემს და ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ნამდვილი მაგალითია.”

გეტყვით, რომ დანი ალვეშთან ერთად „სელესაოში“ 23 წელს გადაცილებული ფეხბურთელები „სევილიას“ მცველი დიეგო კარლოსი და „ატლეტიკო პარანაენსეს“ მეკარე სანტოსი იქნებიან.

დანი ალვეშის სხვადასხვა ინტერვიუებიდან ვიგებთ, რომ მისი ოცნება 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვეტერანმა ფეხბურთელმა FIFA.COM-თან ისაუბრა.

რა თქვა ალვეშმა?

„გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ჩემი მთავარი მიზანი და ოცნება მომავალ წელს ყატარში თამაშია. სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც ოლიმპიადისთვის გამომიძახეს. პსჟ-ს დატოვების შემდეგ, ჩემ თავს პირობა მივეცი, რომ მუნდიალზე თამაშისთვის ყველაფერს გავაკეთებდი."

დანი ალვეში დღეს

ბარსას ყოფილი ვარსკვლავი დღეს ბრაზილიაში, კონკრეტულად კი „სან-პაულუში“ აგორებს ბურთს. ალვეში ხსენებულ გუნდში 2019 წლიდან ასპარეზობს. დღემდე მან „სან-პაულუს“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 86 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში