მარცხი ჩეხურ წყვილთან - კალაშნიკოვა უიმბლდონს დაემშვიდობა
Aa
Aa

მარცხი ჩეხურ წყვილთან - კალაშნიკოვა უიმბლდონს დაემშვიდობა

საჩოგბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დიდი სლემის ტურნირი უიმბლდონი მიმდინარეობს, სადაც ქალთა თანრიგის წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა რუს პარტნიორ ვარვარა გრაჩევასთან ერთად ასპარეზობდა.

სამწუხაროდ ქართულ-რუსული დუეტი მერვედფინალში 16-ე განთესვის მქონე წყვილთან ბრუზკოვა-ჰრადეცკასთან მარტივად ორ სეტში 1:6 3:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ჩეხურმა დუეტმა პირველივე სეტში 2 ბრეიკი შეასრულა, გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და სეტი კიდევ ერთი ბრეიკით დაასრულდა.

მეორე სეტში ოქსანამ და გრაჩევამ პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულეს, თუმცა მომდევნო გეიმში ჩეხებმა უკუ ბრეიკი შეასრულეს და წონასწორობა აღდგა. საბოლოოდ ქართულ-რუსული დუეტი კიდევ ერთხელ დაბრეიკდა და სეტი 3:6 დასრულდა.

სამწუხაროდ ქართველი ჩოგბურთელი გათამაშებას გამოეთიშა, თუმცა კალაშნიკოვასთვის უიმბლდონის მესამე წრეში გასვლა დიდ სლემზე მიღწეული საუკეთესო შედეგია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები