საქართველომ მსოფლიო ლიგის სუპერფინალი მერვე ადგილზე დაასრულა
თბილისის ოლიმპიური აუზი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებმა აღნიშნულ ტურნირში ბოლო მატჩი საფრანგეთთან ჩაატარა, გამარჯვებული მე-7 ადგილს დაიკავებდა, თუმცა სამწუხაროდ გამარჯვება ფრანგებს დარჩათ. საფრანგეთის ნაკრებმა საქართველოს ძალიან დამაჯერებლად სძლია - 10:5.
მსოფლიო ლიგის სუპერფინალში ქართველები მერვე პოზიციაზე გავიდნენ.
პირველი პერიოდი საფრანგეთმა 3:1 მოიგო, მეორე პერიოდი ანალოგიური ანგარიშით ფრანგთა სასარგებლოდ დასრულდა. რაც შეეხება მესამე პერიოდს, სტუმრებმა 2:1 მოიგეს, მეოთხე პერიოდი კი ფრედ 2:2 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთთან მატჩამდე ჩვენი გუნდი მონტენეგროსთან (8-19), ამერიკისასთან (13-9), საბერძნეთთან (20-8) და ყაზახეთთან (15-16) დამარცხდა, იაპონიას კი დაძაბულ ბრძოლაში მოუგო (12-13).
აღსანიშნავია, რომ პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა მსოფლიო წყალბურთის გრანდები - აშშ, იაპონია, იტალია, მონტენეგრო, საბერძნეთი, საფრანგეთი და ყაზახეთი მონაწილეობენ.