Aa Aa
30 ივნისი 2021  |  16:54

რიდიკ ბოუი რინგზე ბრუნდება - ლეგენდარულ მოკრივეს ტაისონთან ჩხუბი სურს

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე, რიდიკ ბოუი რინგზე ბრუნდება. ამ ინფორმაციას TMZ Sports ავრცელებს და იტყობინება, რომ „დიდი მამიკო“ ბრძოლას 23 ოქტომბერს, მაიამიში გამართავს.

როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე, ბოუის მოწინააღმდეგე არ ჰყავს, თუმცა დიდი შანსია, მაიკ ტაისონს დაუპირისპირდეს. TMZ-ის ცნობით, რიდიკს სწორედ „რკინის მაიკთან“ ჩხუბი სურს და იმედი აქვს, რომ შეთანხმების მიღწევა მოხდება.

53 წლის მოკრივის პრომოუტერები მეტოქეს ეძებენ და სავარაუდოდ, ბოუის მომდევნო მოწინააღმდეგის ვინაობა უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ბოუიმ ბოლოს 2008 წელს იჩხუბა და გერმანელი მოკრივე, გენე პუკალი 8-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „დიდი მამიკო“ 2-გზის მსოფლიო ჩემპიონია და კარიერაში ერთადერთი მარცხი აქვს. 1993 წლის 6 ნოემბერს, ბოუიმ მსაჯების გადაწყვეტილებით ევანდერ ჰოლიფილდთან წააგო, თუმცა 2 წლის შემდეგ, რევანში აიღო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში