Aa Aa
22 ივნისი 2021  |  17:53

მორიგი ლიცენზიები - მარიამ იმნაძე და დავით აბესაძე ოლიმპიადაზე იასპარეზებენ

დღეს ცნობილი გახდა,რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის გარდა ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას მოცურავეებიც მიიღებენ.

ტოკიოში გასამართ ოლიმპირ თამაშებზე საქართველოს სახელით მარიამ იმნაძეს და დავით აბესაძე იასპარეზებენ.

ორივე მათგანი თავისუფალი სტილით 100 მეტრიან დისტანციაზე გამოვა.

ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. 

დღეისათვის ტოკიო-2020-ის ლიცენზიის მფლობელები ოფიციალურად არიან ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) გოგიტა არქანია (კარატე) , შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ,61 კგ) , გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ), ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა , +109 კგ) , ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ), გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), მარიამ იმნაძე (ცურვა) , დავით აბესაძე (ცურვა).

მიმდინარე რეიტინგის და სპორტული შედეგების მიხედვით, ახლო მომავალში ქართველ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს შემოუერთდებიან ძიუდოს, ტანვარჯიშის და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენლები.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში