„კრიტიკოსებმა არ იციან რაზე საუბრობენ
Aa
Aa

„კრიტიკოსებმა არ იციან რაზე საუბრობენ" - ფოდენი საუთგეიტს აქებს

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა, ფილ ფოდენმა „სამი ლომის“ თავკაცის, გარეტ საუთგეიტის შესახებ ისაუბრა. ჯგუფური ეტაპის საწყისი 2 მატჩის შემდეგ, საუთგეიტი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა და „მანჩესტერ სიტის“ შემტევმა განაცხადა, რომ კრიტიკოსებს წარმოდგენა არ აქვთ, რაზე საუბრობენ.

„გარეტ საუთგეიტი შესანიშნავი მთავარი მწვრთნელია. მასთან ყოველდღე ვმუშაობ და ვხედავ, რა დონის სპეციალისტია. მას ფეხბურთელების მხარდაჭერა ყოველთვის ექნება და დარწმუნებული ვარ, რომ იდეალურ ტაქტიკას აირჩევს.

კრიტიკოსებს წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ლაპარაკობენ, რადგან საუთგეიტი შესანიშნავი სპეციალისტია. ყველა ფეხბურთელი კარგად ვარჯიშობს და გარეტმა ჩეხეთთან მატჩისთვის რა შემადგენლობაც არ უნდა შეარჩიოს, ჩვენ მას მაინც ბოლომდე ვენდობით და მისი რწმენა გვექნება. ინგლისის ნაკრებს ღრმა შემადგენლობა ჰყავს და თითოეულ ფეხბურთელს თავისი ძლიერი მხარე აქვს“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებს 4 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. „სამი ლომი“ მომდევნო შეხვედრას დღეს გამართავს და ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში, ბრიტანელები პირველ ადგილს დაიკავებენ და პლეიოფის ერთი მატჩის გარდა, ყველას „უემბლიზე“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები