ბასილაშვილი ისტბორნის ტურნირზე არ ითამაშებს - მიზეზი ტრავმაა
Aa
Aa

ბასილაშვილი ისტბორნის ტურნირზე არ ითამაშებს - მიზეზი ტრავმაა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს 500-იან ტურნირს ნახევარფინალში რუს ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდა და 3 სეტში დამარცხდა (6:1, 3:6, 6:3).

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი დაშავდა და ცნობილი გახდა, რომ ამავე მიზეზით ქართველი გულშემატკივარი ბასილაშვილს დიდ ბრიტანეთში, ისტბორნის  ATP-ის 250-იანი ტურნირზე ვეღარ იხილავს. მიზეზი ტრავმაა. 

სამაგიეროდ, მინდვრის საფარის სეზონი უკვე დაიწყო და 28 ივნისიდან 11 ივლისამდე უიმბლდონი გაიმართება, სადაც ქართველ ჩოგბურთელსაც ვიხილავთ. ბასილაშვილი განთესილი 25-ე ნომრად იქნება.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი  ATP-ის რეიტინგში 2 ადგილით დაწინაურდა და ამ მომენტისთვის 1985 ქულით 28-ე პოზიციაზე იმყოფება.

ბასილაშვილმა ამ მაჩვენებლით მისთვის წლის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები