Aa Aa
21 ივნისი 2021  |  17:02

ოფიციალურად - "ყატარის მუნდიალზე მხოლოდ ვაქცინირებული გულშემატკივრები დაიშვებიან"

2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ESPN-ის ცნობით, მომავალ წელს მუნდიალის თამაშებზე მხოლოდ ისეთი გულშემატკივრები შეძლებენ დასწრებას, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ექნება გაკეთებული.

„კომპანიებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა დაახლოებით მილიონი ვაქცინა შევისყიდოთ. ეს რაოდენობა საკმარისი იქნება იმ ადამიანების ვაქცინაციისთვის, რომლებიც ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვლენ. „ - განაცხადა ყატარის პრემიერ მინისტრმა ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულაზიზ ალ ტანიმ

ESPN იმასაც წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია როგორ უნდა შესთავაზოს ყატარის მთავრობამ გულშემატკივრებს ვაქცინა, რადგან აცრა ორჯერ საჭიროებს გაკეთებას და ეს ყველაფერი 2 კვირის ინტერვალით უნდა მოხდეს.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ყატარი „ფრაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინებს იყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, ყატარის მოსახლეობის 50.8 % უკვე აცრილია და იგეგმება სრული მოსახლეობის აცრა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში