ლამინ იამალი
Aa
Aa

მთელი მატჩის სათამაშოდ მზად არ ვარ | იამალი კვლავ ცვლილებაზე ითამაშებს

ლამინ იამალი მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთის წინააღმდეგ მატჩის სასტარტო შემადგენლობაში დასაწყებად საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არ იმყოფება. ეს მან TVE-სთან ინტერვიუში საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა.

"მზად ვარ იმისთვის, რაც მწვრთნელს სურს, თუმცა მთელი მატჩის სათამაშოდ ძალები არ მეყოფა", — აღნიშნა ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავმა.

მუნდიალის პირველ ტურში ესპანეთმა კაბო ვერდესთან 0:0 ითამაშა. მეორე ტურში „ფურია როხა'' საუდის არაბეთს ხვდება და იამალი ამ მატჩშიც ცვლილებაზე ითამაშებს.

იამალმა კაბო ვერდესთან ფრედ დასრულებულ მატჩზე ისაუბრა: "ფრეს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, მაგრამ საბოლოოდ ბევრმა ნაკრებმა ითამაშა ფრე, ეს არაფერს ნიშნავს. ჩემი აზრით, პირველ მატჩში 6-0-ის მოგება არაფერს გაძლევს.

რა თქმა უნდა, კვირას უნდა მოვიგოთ, რადგან ფავორიტებს შორის ვართ და მოგება გვჭირდება.

მინდა მოედანზე ვიყო. საბოლოოდ, თუნდაც იცოდე, რომ 90 წუთს ვერ ითამაშებ, მაინც ყოველთვის გაქვს სურვილი მოედანზე გახვიდე და გუნდს დაეხმარო''.

მესისთან მსოფლიო ჩემპიონატზე დაპირისპირება ის გამოწვევაა, რომლის მიღებაც ლამინ იამალს სურს. 18 წლის გარემარბი ამბობს: "საბოლოოდ, მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად საუკეთესოები უნდა დაამარცხო. თუ მეთექვსმეტედფინალში ვერ შევხვდებით, იქნებ ფინალში გადავეყაროთ. ჩვენ ესპანეთი ვართ და საუკეთესოების წინააღმდეგ თამაში გვსურს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები