„დეკემბერი - საჩემპიონო ქამარი
Aa
Aa

„დეკემბერი - საჩემპიონო ქამარი" - ჭიკაძეს 5 თვეში 5 ბრძოლის გამართვა სურს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე დეკემბრისთვის საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებას აპირებს „ნინძას“ ამბიციური გეგმა აქვს შემუშავებული და მიზნის მისაღწევად 2021 წლის ბოლომდე 5 ბრძოლის ჩატარება სურს.

ჭიკაძემ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და დაასახელა მეტოქეები, რომლებთანაც ჩხუბი უნდა: „ივლისში - იაირ როდრიგესი. აგვისტოში - ედსონ ბარბოსა. სექტემბერში - კორეელი ზომბი. ოქტომბერში - კელვინ კატარი. ნოემბერში - მაქს ჰოლოუეი. დეკემბერში - საჩემპიონო ქამარი“.

შეგახსენებთ, რომ ახლახან, გიგამ განაცხადა, რომ UFC დაუკავშირდა და მაქს ჰოლოუეის ჩანაცვლება შესთავაზა, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. „ნინძა“ მზადაა, 17 ივლისს იჩხუბოს და იაირ როდრიგესს დაუპირისპირდეს.

ცნობისთვის, გიგა ჭიკაძემ UFC-ში ბოლო ბრძოლა კაბ სუონსონის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლა 63 წამში დასრულდა და „ნინძამ“ UFC-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა. იაირ როდრიგესს რაც შეეხება, ამ უკანასკნელის ანგარიშზე 13 მოგება და 2 წაგებაა, UFC-ში კი იგი 9-დან მხოლოდ 1 ბრძოლაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები