Aa Aa
21 ივნისი 2021  |  10:28

ნესტა მესიზე: "10 წუთში 10-ჯერ გამცდა, მენტალურად გამანადგურა"

ბევრისთვის ალესანდრო ნესტა მცველის ეტალონია. ლეგენდარული იტალიელისთვის გვერდის ავლა ნებისმიერი შემტევისთვის ურთულეს საქმეს წარმოადგენდა.

ნესტამ თავის კარიერაზე ისაუბრა და ლეო მესისთან შეხვედრა გაიხსენა. ალესანდროს თქმით, არგენტინელმა ის მენტალურად გატეხა:

„რამაც მე დეპრესიაში ჩამაგდო არის ის, რომ ის 10 წუთში 10-ჯერ გამცდა, მე კი 37 წლის ვიყავი. მეათე წუთზე მას ფეხი ჩავარტყი და დაღლილი მიწაზე დავეცი. შემდეგ ვარსკვლავებს ვხედავდი. ის უკვე ხელს მიწვდიდა, რომ წამოდგომაში დამხმარებოდა. იმ მომენტში მან მენტალურად გამანადგურა. გესმით ეს? როდესაც ძირს ვიყავი, ორი წამის შემდეგ თვალები გავახილე და მისი სახე დავინახე, ხელს მიწვდიდა, რომ წამოდგომაში დამხმარებოდა. მან იმ მომენტში მენტალურად გამანადგურა.

რონალდუ, თუ მესი? ორივეს წინააღმდეგ მითამაშია, Მაგრამ ამ ორს შორის მირჩევნია, რომ მესის საერთოდ არ შევხვედროდი”. - ციტირებს ნესტას სიტყვებს ITASportPress-ი.

შეგახსენებთ, რომ ნესტა 2012 წლის 3 აპრილს „ბარსელონასა“ და „მილანის“ დაპირისპირებაზე საუბრობს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი გახლდათ და „კამპ ნოუზე“ კატალონიელებმა 3:1 მოიგეს.

მესი ნესტასა და მილანის წინააღმდეგ

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში