რამოსი:
Aa
Aa

რამოსი: "ბარსელონა? კატეგორიულად გამორიცხულია"

სერხიო რამოსმა „რეალიდან“ წასვლის შემდეგ აღნიშნა, რომ მას კლუბის დატოვება არასდროს სურდა. ესპანელმა პრესაში არსებული ჭორები დაადასტურა და ასევე მის სავარაუდო ახალ კლუბებზეც ისაუბრა.

”არასოდეს მსურდა რეალის დატოვება, ყოველთვის აქ თამაში მინდოდა. კლუბმა შემომთავაზა ერთწლიანი კონტრაქტი ხელფასის შემცირებით. მე კი ორწლიანი კონტრაქტი მსურდა, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.

შემდეგ მაცნობეს, რომ შემოთავაზება ძალაში აღარ იყო, მათ თქვეს რომ დრო გავიდა. უკვე შეთავაზების მიღება მინდოდა, ვფიქრობდი, რომ ის კვლავ ძალაში იყო, მაგრამ მათ მითხრეს, რომ უკვე გვიანი იყო.

მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან, ჩვენ მამა-შვილივით ვიყავით. მაგრამ ყველა ოჯახს აქვს თავის აღმავლობისა და დაცემის მომენტები. მე დადებით მოგონებებს შევინარჩუნებ, რომლებიც აქ გატარებული 16 წლის მანძილზე დამიგროვდა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში სხვა გუნდებზე არც ვფიქრობდი. სხვა კლუბებთან მოლაპარაკება იანვრიდან შემეძლო, გარკვეული კონტაქტები უკვე იყო.

მაგრამ ჩემი მხრიდან მადრიდის რეალის დატოვებაზე ფიქრი არ ყოფილა. ახლა ჩვენ შესაფერის ვარიანტს ვეძებთ.

სევილია კიდევ ერთი კლუბია, რომელიც ჩემს გულში სამუდამოდ არის, მაგრამ ახლა ამ ვარიანტზე არ ვფიქრობ.

რაც შეეხება ბარსელონას, ეს კატეგორიულად გამორიცხულია. შეუძლებელია წარმოიდგინო რამოსი, რომელსაც ბარსელონას მაისური აცვია“.

შეგახსენებთ, რომ რამოსის მიმართ ინტერესს პსჟ, „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები