Aa
Aa

"სირცხვილია... ეს არ დაუმსახურებია" - გუტი და სხვები რამოსზე

სერხიო რამოსის „რეალიდან“ წასვლამ კლუბის ქომაგები გააღიზიანა და ზოგადად ამ ფაქტს საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

მადრიდელთა ლეგენდარულ კაპიტანს კლუბის ლეგენდარული მოთამაშეები გამოეთხოვნენ. იყო კრიტიკაც, რომელიც კლუბის მისამართით იყო მიმართული.

გუტი:

„კაპიტანო, ყველასათვის სირცხვილია რომ კარიერა ჩვენს რეალ მადრიდში არ დაასრულე. შენ ეს დაიმსახურე, მაგრამ შენ დაბრუნდები. წარმატებები მეგობარო“.

ივან სამორანო:

„ის გზა, რომლითაც რამოსი რეალს ტოვებს, მას ეს არ დაუმსახურებია. ის არის კაპიტანი ყველაზე მეტი გამარჯვებებით. დღეს კლუბის დირექტორთა საბჭომ რამოსისთვის არაფერი გააკეთა“.

მესუთ იოზილი:

„რეალის ისტორიაში უდიდესი ლეგენდა კლუბს ტოვებს. შენს მომდევნო ნაბიჯებში საუკეთესოს გისურვებ, ძმაო. ახლაც სიამოვნებით ვიხსენებ გუნდში შენთან ერთად გატარებულ დროს. თეთრი გული“.

პრედრაგ მიატოვიჩი:

„ფეხბურთელისთვის იმ ყველაფრის მიღწევა რთულია, რასაც რამოსმა ამ წლების განმავლობაში მიაღწია. მას ორიოდ თვის წინ ვესაუბრე. არც პესიმიზმი და არც ოპტიმიზმი არ შემიმჩნევია. რეალს, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ცენტრალური მცველი ტოვებს. ეს ეჭვგარეშეა“.

ალვარო ბენიტო (რეალის ყოფილი მოთამაშე და ამჟამად კომენტატორი):

„მადრიდის რეალისთვის ეს, ამ ეპოქის დასასრულია. ყოველთვის, როდესაც ამ მასშტაბის მოთამაშე მიდის, ციკლი იცვლება. ფეხბურთელი, რომელიც რამოსის ნაცვლად მოვა, მასსავით კარგი ვერ იქნება“.

ტონი კროოსი:

"ყველა დროის საუკეთესო მცველი", - დაწერა მოკლედ და კონკრეტულად გერმანელმა სოციალურ ქსელში.

P.S. ინფორმაცია Live რეჟიმში განახლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები