დევისის თასი - საქართველოს ნაკრებმა ისლანდია დაამარცხა
Aa
Aa

დევისის თასი - საქართველოს ნაკრებმა ისლანდია დაამარცხა

ლარნაკაში "Davis Cup" Zone - Europe Group III ტურნირი მიმდინარეობს,სადაც მონაწილეობას 7 ნაკრები  საქართველო, მონაკო, კვიპროსი, ლუქსემბურგი , ისლანდია, ირლანდია , მალტა  მონაწილეობენ.

კენჭისყრის შედეგად საქართველოსთან ერთად ქვეჯგუფში კვიპროსის და ისლანდიის ნაკრები გუნდები მოხვდნენ.

დღეს კი  საქართველოს ნაკრები ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. პირველ სათამაშო დღეს ალექსანდრე ბაქშიმ დანიელ სიდალი 6:2 6:2 დაამარცხა. ალექსანდრე მეტრეველმა კი ეგილ სიგურდსონს 6:0 6:3 აჯობა. 

წყვილთა თანრიგში საბა ფურცელიძისა და ზუკა ტყემალაძის დუეტმა ბორგვინ იულოსონსა და ანტონ მაგნუსონს მოუგო.

17 ივნისს ნაკრები დაისვენებს, ხოლო 18 ივნისს კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ თითოეული ქვეჯგუფიდან პირველადგილოსანი გუნდები მეორე ლიგია ფლეი- ოფში გადადიან, ხოლო 19 ივნისს ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული გუნდები ფლეი ოფის მატჩს ითამაშებენ და მათში გამარჯვებული მესამე გუნდი იქნება, რომელიც მესამედან მეორე ლიგაში დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები