NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ნიუ იორკი - სან ანტონიო

მიჯრით ოთხი მარცხი განიცადა ნიუ იორკმა. ნიქსის კალათბურთელები, აშკარად ცუდ დღეში არიან. ბოლო ტურში, ისინი შინ დენვერთან დამარცხდნენ 123-131. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ 1 მოგება აქვთ აქტივში. 22 მოგებით და 33 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილს იკავებენ.

 

საპირისპირო სიტუაციაა მეტოქეთა ბანაკში. ტეხასელებმა გასულ ტურში, სტუმრად დეტროიტს სძლიეს 92-103. ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, მათ სამი მოგება უმაგრებთ ზურგს. 41 გამარჯვებით და 12 მარცხით, სპურსი დასავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება სან ანტონიოს დარჩა. ნიქსი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 117.8 ქულას უშვებს. სან ანტონიო კი ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 99.8 ქულას აგროვებს.

აღნიშნული სტატისტიკის და ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, სან ანტონიოს გამარჯვება @ 2  /  რისკიანებისთვის  @ -5.5

 

ტრავმები :

ნიუ იორკი - ჯოაკიმ ნოა, ლენს ტომასი;

სან ანტონიო - პაუ გასოლი.

 

 

ტორონტო - დეტროიტი

გასულ ტურში, სტუმრად მინესოტასთან დამარცხების შემდეგ, ტორონტო შინ დეტროიტის დამარცხებას შეეცდება. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, სამი მოგება აქვთ მოპოვებული. 32 გამარჯვების წილ 22 მარცხით, ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

 

გასულ ტურში, სან ანტონიოსთან დამარცხების შემდეგ, დეტროიტი ხასიათის გამოკეთებას ამ შეხვედრაში შეეცდება. ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, სტუმრებს მხოლოდ ერთხელ აქვთ წარმატებისთვის მიღწეული. 25 მოგებით და 29 მარცხით, დეტროიტი ამავე კონფერენციის მე-8 ადგილს სჯერდება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება ტორონტოს დარჩა. კანადელები, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 109.4 ქულას აგროვებენ. დეტროიტი თავის მხრივ, ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 108.2 ქულას უშვებს.

ვფიქრობთ, ტორონტო არ უნდა გაუჭრდეს ამ შეხვედრის მოგება -  @ 1

 

ტრავმები :

ტორონტო - პატრიკ პატერსონი;

დეტროიტი - არონ ბეინესი.

 

 

საკრამენტო - ნიუ ორლეანი

ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, საკრამენტო მოგებათა სერიის გაგრძელებას, ნიუ ორლეანთან საშინაო შეხვედრაში შეეცდება.  მეფეებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრაში, სამი მოგება უმაგრებთ ზურგს. 22 მოგებით და 32 წაგებით, საკრამენტო დასავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილს იკავებს.

 

კარგი განწყობით ხვდება ამ მატჩს ნიუ ორლეანი. პელიკანსის მოთამაშეებმა, ბოლო ტურში, მინესოტას სძლიეს სტუმრად 106-122. ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, სტუმრებს მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვთ მოპოვებული. 21 გამარჯვების წილ 33 მარცხით, ისინი ამავე კონფერენციის მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება, დევისს და კამპანიას დარჩა. საკრამენტოს ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 211.4 ქულა ვარდება. უშუალოდ კინგსის წვლილი ამ შეხვედრებში საშუალოდ 107 ქულაა. რაც შეეხება ნიუ ორლეანსს, მის ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ მატჩში 209.4 ქულა ფიქსირდება. ნიუ ორლეანის პირადი მონაგარი კი 102.4 ქულაა.

ვფიქრობთ, აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ მატჩის ტოტალი - 207.5 @ მეტი

 

ტრავმები :

საკრამენტო - რუდი გეი, ომრი კასპი, გარეტ ტემპლი;

 

ნიუ ორლეანი  - ალექსის აჯინცა ( სათუოა ) , ქვინსი პონდექსტერი, ეტუან მური ( სათუოა)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები