NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
მემფისი - გოლდენ სტეიტი
გასულ ტურში, ფინიქსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ( 110-91), მემფისი შინ გოლდენ სტეიტს მიიღებს. გუნდების ბოლო შეხვედრაში, დრამატულ ოვერტაიმში მოპოვებული გამარჯვება დათვებს ჯერაც არ დავიწყებიათ და იგივეს გამეორებაზე, უარს ნამდვილად არ იტყვიან. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ოთხი მოგება აქვთ აქტივში. 33 მოგებით და 22 წაგებით, ისინი დასავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილს იკავებენ.
მიჯრით სამი გამარჯვების მოპოვება მოახერხა გოლდენ სტეიტმა. „ოქროს ბიჭუნებმა“ ბოლო ტურში, ჩიკაგო გაანადგურეს შინ 123:92. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, სამი მოგება უმაგრებთ ზურგს. 44 გამარჯვებით და 8 მარცხით, ისინი დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ.
გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება, კარის და კამპანიას დარჩა. როცა მასპინძელი მემფისი იყო, ამ შემთხვევაში იგივე მაჩვენებელი ოთხ უტოლდება. ბოლო ოთხ საშინაო შეხვედრაში, მემფისი საშუალოდ 95.7 ქულას უშვებს. რაც შეეხება გოლდენს, ის ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 113.4 ქულას აგროვებს.
ვფიქრობთ, ლიგის უმთავრეს ფავორიტს ჯერაც არ დავიწყებია ის მწარე საშინაო მარცხი, შესაბამისად ორმაგად მოტივირებული გოლდენ სტეიტი უნდა ვიხილოთ, რომელიც მოახერხებს ამ მატჩში გამარჯვებას - @ 2
ტრავმები :
მემფისი - ჩანდლერ პარსონსი, ( ზაკ რენდოლფი ? - სათუოა )
გოლდენ სტეიტი - ზაზა ფაჩულია, დავიდ ვესტი, ( ჯავალა მაკგი ? - სათუოა )
დეტროიტი - სან ანტონიო
ბოლო ტურში, ლეიკერსის განადგურების შემდეგ ( 121 -102 ), დეტროიტი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს - შეხვედრა სან ანტონიოსთან. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრაში, მხოლოდ 1 მარცხი აქვთ განცდილი. 25 გამარჯვების წილ 28 მარცხით, პისტონსი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციაზე იმყოფება.
კარგი განწყობით ხვდება ასევე ამ მატჩს სან ანტონიო. ტეხასელებმა, გასულ ტურში ფილადელფიას დამარცხება მოახერხეს - 103-111. ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, მათ სასარგებლოდ სამი მათგანი დამთვარდა. 40 გამარჯვებით და 12 მარცხით, სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილს სჯერდება,
გუნდების ბოლო ხუთივე ურთიერთშეხვედრა, პარკერის და კამპანიის სასარგებლოდ დამთავრდა. დეტროიტი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 102.6 ქულას უშვებს. სან ანტონიო თავის მხრივ, ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 101.6 ქულას აგროვებს.
აღნიშნული სტატისტიკის და ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ სტუმრების გამარჯვება @ 2.
ტრავმები :
დეტროიტი - არავინ;
სან ანტონიო - პაუ გასოლი.
ვაშინგტონი - ინდიანა
ბოლო ტურში, ბრუკლინთან სტუმრად ოვერტაიმშ მოგებული შეხვედრის შემდეგ ( 110-114), დედაქალაქელები შინ ინდიანას დამარცხებას შეეცდებიან. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშნაო შეხვედრიდან, ოთხი გამარჯვება აქვთ აქტივში. 31 გამარჯვების წილ 21 მარცხით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილს იკავებენ.
ბოლო ტურში, სასტიკი მარცხი იწვნია ინდიანამ შინ მოქმედ ჩემპიონ - კლივლენდთან. მიუხედავად ამისა, ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, პეისერსმა ოთხი მათგანის მოგება შეძლო. 29 მოგებით და 23 მარცხით, ინდიანა ამავე კონფერენციის მე-6 პოზიციაზე იმყოფება.
გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება ინდიანას დარჩა. ვაშინგტონის ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 228.8 ქულა ვარდება. აქედან, ვაშინგტონის ინდ. წვლილი საშუალოდ 119.2 ქულაა. ინდიანას ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, იგივე მაჩვენებლი საშუალოდ 203. ქულა უტოლდება. გუნდების ბოლო ხუთ ურთიერთშეხვედრაში, საშუალოდ მატჩში215.6 ქულა ვარდებოდა.
უპრიანი იქნება ვივარაუდოთ, რომ არც ეს მატჩი იქნება გამოანკლისი - 209.5 @ მეტი
ტრავმები :
ვაშინგტონი - დანიელ ჰაუსი, მარკიეფ მორისი ( ? )
ინდიანა - თადეუშ იანგი ( ? )