წარმატებული სტარტი - საქართველოს ნაკრებმა კუბა 4-1 დაამარცხა
Aa
Aa

წარმატებული სტარტი - საქართველოს ნაკრებმა კუბა 4-1 დაამარცხა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო და პირველ რაუნდში კუბას აჯობა. ქართველთა მხრიდან კუბელებს სოფიო სომხიშვილი, გელა ზაალიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, მარიამ ჭანტურია და ლაშა ბექაური დაუპირისპირდნენ.

სოფიო სომხიშვილმა პირველმა იჭიდავა და იდალის ორტისთან დამარცხდა. სოფიოს შემდეგ, ტატამზე ზაალიშვილი გავიდა, რომელმაც ენდი გრანდა დაამარცხა. საქართველოს ნაკრების წარმატებული სვლა ეთერ ლიპარტელიანმა განაგრძო. ეთომ ოდელინ გარსიას სძლია და ჩვენი ნაკრები დააწინაურა.

მომდევნო ორი შეხვედრიდან ორივე ჩვენებური ფალავნების გამარჯვებით დასრულდა. ნუგზარ ტატალაშვილმა ესტრადას აჯობა, ხოლო მარიამ ჭანტურიამ დელ ტორო კარვახალი დაამარცხა და კუბელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი გაუქრო.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა კუბა 4-1 დაამარცხა და მომდევნო რაუნდში საფრანგეთს დაუპირისპირდება. სხვათა შორის, იმის გამო, რომ კუბელები უშანსოდ იყვნენ, ლაშა ბექაურს აღარ უჭიდავია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები