Aa Aa
11 ივნისი 2021  |  20:03

მსოფლიო ჩემპიონატი - ლიპარტელიანმა და სულამანიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

უნგრეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვარლამ ლიპარტელიანმა და ილია სულამანიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

100 კილოგრამ წონით კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში ლიპარტელიანმა ნედერლანდელი მიხეილ კორელი მახრჩობელათი დაამრცხა.

ბუდაპეშტის ტატამზე ვარლამმა მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო. მეოთხედფინალში ლიპარტელიანი სერბ ალექსანდრ კუკოლთან დამარცხდა.

აღსანიშნავია,რომ დღეს ლიპარტელიანმა იაპონელ კენტარო იიდას აჯობა,რომელიც კარიერაში პირველად დაამრცხა.

ამავე წონაში მედლისთვის ბრძოლაში ილია სულამანიძემაც იმარჯვა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა ბრინჯაოს შეხვედრაში კანადელ შადი ელნაჰასს დამატებით დროში მოუგო.

მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ განახლდება და საქართველოს სახელით გელა ზაალიშვილი და სოფიო სომხიშვილი იასპარეზებენ.

შეგახსენებთ,რომ საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 4 მედალია. მსოფლიო ჩემპიონი 73 კილოში ლაშა შავდათუაშვილი გახდა, ხოლო 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლს ტატო გრიგალაშვილი დასჯერდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები