Aa Aa
10 ივნისი 2021  |  23:56

ანჩელოტის ოდრიოსოლა არ ჭირდება - ესპანელით სერია ა-ს გრანდები ინტერესდებიან

როგორ ჩანს ალვარო ოდრიოსოლას მადრიდში დიდი დრო აღარ დარჩენია. RADIO ESTADIO-ს ჟურნალისტი ედუ პიდალი გვამცნობს, რომ ესპანელი უკანახაზელი მალე მადრიდის „რეალს“ დატოვებს.

ედუს ინფორმაციით, „სამეფო კლუბმა“ ოდრიოსოლას ამცნო, რომ ანჩელოტის გეგმებში არ შედის და ახალი გუნდის მოძიება ურჩია.

გეტყვით, რომ ალვაროს დიდად არც ზინედინ ზიდანი ენდობოდა და მხოლოდ იმ დროს ათამაშებდა, როდესაც დანი კარვახალი და ლუკას ვასკესი ტრავმირებულები იყვნენ. ნახევარი სეზონით „ოდრი“ „ბაიერნშიც“ იყო განათხოვრებული, თუმცა საკუთარი შესაძლებლობები ვერც იქ გაამართლა.

ესპანელი ჟურნალისტი იმასაც ამბობს, რომ ალვაროთი ორი იტალიური გრანდი „მილანი“ და „ინტერი“ ინტერესდებიან.

ოდრიოსოლა „რეალში“

ესპანელი მცველი „ბლანკოსში“ 2018 წელს ჩაირიცხა. ამ პერიოდის განმავლობაში ალვარომ მადრიდელთა მაისური 43-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში