Aa Aa
10 ივნისი 2021  |  15:52

ლორია: ''ფეხბურთელებს სანიოლთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს''

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ გადაცემაში ''ტაიმაუტი'' რუმინეთთან და ნიდერლანდებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრებზე ისაუბრა.

''3-5-2 ტაქტიკით პირველად ვითამაშეთ. ეს იყო იმისთვის, რომ მწვრთნელს ენახა კონკრეტული ფეხბურთელები ამ ტაქტიკაში როგორ თამაშობდნენ. ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში მოთამაშეთა დიდმა ნაწილმა ითამაშა, ეს სათამაშო ტაქტიკაც მოისინჯა. ამ ტაქტიკით სუსტი გუნდის წინააღმდეგ ხომ არ გამოვსულვართ, არამედ ნიდერლანდების წინააღმდეგ ვითამაშეთ. პირველი თამაშის კვალობაზე მეტ-ნაკლებად ნორმალურად ვიასპარეზეთ.

ჩვენ არც ერთ თამაშს არ ვუდგებით, როგორც ამხანაგურ მატჩს. რუმინეთთან და ნიდერლანდებთან შეხვედრას, როგორც ოფიციალურ მატჩს, ისე მივუდექით.

ნიდერლანდებთან პირველი სახიფათო მომენტი ჩვენ შევქმენით. ეს მომენტი გოლით რომ დაგვესრულებინა, შესაძლოა თამაშის სცენარი სულ სხვანაირი ყოფილიყო''.

''ანორთოსისის'' მეკარემ აღნიშნა, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლსა და ფეხბურთელებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა.

''მას ძალიან დადებითად დავახასიათებ, პირველივე დღეს, როცა მას შევხვდი და ვესაუბრე, ძალიან უშუალო და უბრალო ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა. მასთან ურთიერთობა ძალიან მომეწონა, პროფესიონალია და ძალიან მომთხოვნია. ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რომ მოედანზე სათამაშო დისცპილინას ითხოვს. ფეხბურთელებსა და სანიოლს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა, სანიოლი დავალებებს ზედმიწევნით კარგად გვიხსნის''.

შეგახსენებთ, რუმინეთთან მოგებულ (1:2) შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კარს ლაზარე კუპატაძე იცავდა, ხოლო ნიდერლანდებთან წაგებულ შეხვედრაში გამოცდილმა გიორგი ლორიამ იასპარეზა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში