ლაშა გუჯეჯიანი :
Aa
Aa

ლაშა გუჯეჯიანი : "მადლობა ტატოს ! მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება"

უნგრეთში მიმიდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი ფინალში ბელგიელ მატიას კესისთან დამარცხდა.

ტატო ვერცხლის მედალს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი გამოეხმაურა. რომელმაც სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა:

დღევანდელი ფინალის შემდეგ რათქმაუნდა ბევრი აზრი იარსებებს წავაგეთ, მსაჯის ბრალია ,დაგვჩაგრეს, იყო ან არიყო გდება და სხვა. რათქმაუნდა ყველას აზრს პატივს ვცემთ და აქვე ერთ პათეტიურ კითხვას დავსვამთ:თქვენ თვლით რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა გვეჭიდავა,ანუ უკეთ ?! თუ კი მაშინ იქ წავაგეთ სადაც ეს არ ან ვერ გავაკეთეთ დანარჩენი შემთხვეითობის და ბევრი სხვა ჩვენზე დამოუკიდებელი მიზეზის გამო ხდება, რაც ხან ასეა და ხან ისე . დღეს იყო ასე და მოვიგეთ ვერცხლი + გამოცდილება იმის რომ ,,ისე "- ს იმედზე არასოდეს ვიყოთ . მადლობა ტატოს ! მადლობა ყველა გულშემატკივარს ! მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება“- განაცხადა გუჯეჯიანმა 

დღეს ბუდაპეშტის ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. 90 კილოში მედლის მოპოვებას ბექა ღვინიაშვილი შეეცდება,ხოლო 70-ში მარიამ ჭანტურია.

საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ორი მესალია. შეგახსენებთ.რომ მსოფლიო ცემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები