Aa Aa
10 ივნისი 2021  |  10:26

დენვერის მორიგი ფიასკო - ფინიქსმა ნაგეთსი მეორედაც გაანადგურა

„ფინიქს სანსმა“, რომელმაც პირველ რაუნდში ასპარეზობას მოქმედი ჩემპიონი, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ გამოთიშა, „დენვერ ნაგეთსი“ მეორე შეხვედრაშიც გაანადგურა. არიზონელებმა საკუთარ კედლებში გამართული მატჩის ყველა მეოთხედი მოიგეს და მეტოქეს 123-98 სძლიეს.

„ფინიქსის“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული 6-მა კალათბურთელმა გადალახა. საუკეთესო დევინ ბუკერი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი დუბლი მიითვალა - 18 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა. კრის პოლი ასევე ორმაგი დუბლით გამოირჩა - 17 ქულა, 15 შედეგიანი გადაცემა, 5 მოხსნა. მიკალ ბრიჯისი 16 ქულას დასჯერდა, ხოლო ეიტონის ანგარიშზე 15 ქულა და 10 მოხსნა იყო.

„დენვერს“ 24 ქულით, 13 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა. „ჯოკერის“ გარდა, 11 ქულაზე მეტი „ნაგეთსის“ არც ერთ კალათბურთელს ჰქონია. მაიკლ პორტერ ჯუნიორმა 11 ქულა და 6 მოხსნა გაიფორმა. პოლ მილსაპმა ასევე 11 ქულა დააგროვა, ხოლო უილ ბარტონი 10 ქულას დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ „ფინიქსის“ სასარგებლოდ სერიაში ანგარიში 2-0-ია. მომდევნო შეხვედრა „დენვერის“ საშინაო არენაზე გაიმართება და მატჩი 12 ივნისსაა ჩანიშნული.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში