„მეზობელ ქვეყანას ვესტუმრეთ
Aa
Aa

„მეზობელ ქვეყანას ვესტუმრეთ" - პიოტრ იანი აფხაზეთში ისვენებს

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი ოჯახთან ერთად, ოკუპირებულ აფხაზეთში ისვენებს. ეს ინფორმაცია თავად რუსმა მებრძოლმა გაავრცელა და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე რამდენიმე ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა.

„დღეს, მეზობელ ქვეყანას, როგორც ტურისტები ისე ვესტუმრეთ. საერთო ჯამში, კოლორიტული ადგილია. უზარმაზარი მთები და ბევრი სიმწვანე. მოკლედ მშვენიერი ბუნებაა“.

შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანმა საჩემპიონო ქამარი ალჯამეინ სტერლინგთან მარცხის გამო დათმო და ბრძოლის შემდეგ, რუსი მებრძოლი და მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

იანმა დვალიშვილსა და სტერლინგს ჯამბაზები უწოდა, რის შემდეგაც მერაბმა ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „პიტერ იანის კიდევ უღირსი საქციელი, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ უღირსი სპორტსმენია და ცუდი მაგალითი მომავალი თაობისთვის“.

ცნობისთვის, რუს მებრძოლს კარიერაში 17 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 15 მოგება და 2 წაგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები