Aa Aa
8 ივნისი 2021  |  09:05

ფინიქსის წარმატებული სვლა გრძელდება - სანსმა დენვერს პირველი შეხვედრა მოუგო

„ფინიქს სანსმა“, რომელმაც პლეიოფის პირველ რაუნდში ასპარეზობას მოქმედი ჩემპიონი, „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ გამოთიშა, დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერია გამარჯვებით გახსნა. არიზონელებმა მორიგი ბრწყინალე მატჩი ჩაატარეს და „დენვერ ნაგეთსს“ 122-105 სძლიეს.

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. პირველი მეოთხედი ფრედ დასრულდა, ხოლო პირველი ტაიმი „დენვერმა“ 1 ქულით მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა და გადამწყვეტ მომენტებში „სანსი“ აშკარა უპირატესობას ფლობდა. „ფინიქსმა“ მესამე თორმეტწუთეულში მეტოქეზე 10-ით მეტი ქულა ჩააგდო, მეოთხე მეოთხედი კი 8 ქულით მოიგო და კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია.

არიზონელებს 23 ქულით, 5 მოხსნითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით მიკალ ბრიჯისმა ულიდერა. კრის პოლმა 21 ქულა, 11 ასისტი და 6 მოხსნა დააგროვა. დევინ ბუკერი 21 ქულით, 8 პასითა და 4 მოხსნით გამოირჩა, ხოლო დეანდრე ეიტონმა აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა და 20 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.

„დენვერის“ მხრიდან 22 ქულითა და 9 მოხსნით ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა. აარონ გორდონმა 18 ქულა გაიფორმა. მაიკლ პორტერ ჯუნიორმა 15 ქულა ჩააგდო, ხოლო კამპაცომ მატჩი 14 ქულითა და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ „ფინიქსისა“ და „დენვერის“ მომდევნო შეხვედრა 10 ივნისს, „სანსის“ საშინაო არენაზე გაიმართება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში