Aa Aa
8 ივნისი 2021  |  09:00

ისტორიული გამარჯვება - ბრუკლინმა მილუოკი გაანადგურა

აღმოსავლეთ კონფერენციის მთავარმა ფავორიტმა, „ბრუკლინ ნეთსმა“ ერთ-ერთ კონკურენტს, „მილუოკი ბაქსს“ მეორე შეხვედრაც მოუგო. სტივ ნეშის გუნდმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და მეტოქე 39 ქულით დაამარცხა, რაც „ბრუკლინის“ საპლეიოფო ისტორიაში სარეკორდო შედეგია.

„ნეთსმა“ ჯეიმს ჰარდენის გარეშე ითამაშა, თუმცა მთელი შეხვედრის განმავლობაში სოლიდურ უპირატესობას ფლობდა. „ბრუკლინმა“ ყველა მეოთხედი მოიგო და „მილუოკი“ 125-86 გაანადგურა.

„ნეთსის“ რიგებში 32 ქულით საუკეთესო კევინ დურანტი იყო. კაირი ირვინგმა თავი 22 ქულას, 5 მოხსნასა და 6 შედეგიან გადაცემას მოუყარა. ჰერისი და ბრაუნი 13-13 ქულას დასჯერდნენ, ხოლო მაიკ ჯეიმსმა მატჩი 10 ქულითა და 3 მოხსნით დაასრულა.

„მილუოკის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 18 ქულა იანის ანტეტოკოუნმპოს ჰქონდა. კრის მიდლტონმა 17 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა, თუმცა პარკეტიდან ნასროლი 20 ბურთიდან მხოლოდ 7 ჩააგდო. ჯრუ ჰოლიდეიმ 13 ქულა დააგროვა, ლოპესისა და ფორბსის ანგარიშზე კი 10-10 ქულა იყო.

სტუმრად გამართულ შეხვედრებში განცდილი კრახის შემდეგ, „მილუოკი“ პირველი გამარჯვების მოპოვებას საკუთარ კედლებში შეეცდება. „ბაქსი“ მომდევნო შეხვედრაში მასპინძელი იქნება და 11 ივნისს „ბრუკლინს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში