NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

შარლოტა - ბრუკლინი

ზედიზედ 5 შეხვედრაა, გამარჯვებას ვერ ახერხებს შარლოტა. ბობქეთსის კალათბურთელებს, ამის გამოსწორების კარგი შანსი აქვთ - ხვდებიან რა შინ ბრუკლინს. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშიანო შეხვედრიდან, ორი მოგება აქვთ აქტივში. 23 მოგებით და 28 წაგებით, შარლოტა აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილს იკავებს.

 

უკეთ საქმე არც ბრუკლინს აქვს. ნეთსის მოთამაშეები, სულაც 9 წაგებათა სერიით ჩადიან სათამაშოდ. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, მხოლოდ ერთხელ აქვთ გამარჯვება მოპოვებული. 9 გამარჯვებით და 32 მარცხით, ისინი ამავე კონფერენციის მყარ მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება შარლოტას დარჩა. ის, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 106.6 ქულას აგროვებს. ბრუკლინი თავის მხრივ, ბოლო ხუთ გასვლაზე 116.6 ქულას უშვებს.

აღნიშნული სტატისტიკის და ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებებით, მასპინძების ფორა 1 @  - 7.5

ტრავმები :

შარლოტა - რამონ სესიონი; კოდი ზელერი;

ბრუკლინი - ჯერემი ლინი, ქვინსი ეისი.

 

 

ჰიუსტონი - ორლანდო

ბოლო ტურში, უდაძაბულეს შეხვედრაში ჩიკაგოსთან გამარჯვების შემდეგ, ჰიუსტონი შინ ორლანდოს მიიღებს. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, სამჯერ აქვთ წარმატებისთვის მიღწეული. 37 მოგებით და 17 წაგებით, ჰარდენი და კამპანია დასავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილზე იმყოფება.

 

გასულ ტურში, ორლანდო სტუმრად დამარცხდა ატლანტასთან 86-113. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება ორმაგად სასიხარულო იქნება სტუმრებისთვის. მათ, ბოლო ხუთი გასვლიდან, მხოლოდ 1 მოგება აქვთ აქტივში. 20 გამარჯვებით და 32 მარცხით, ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილს სჯერდება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება ჰიუსტონს დარჩა. როქეთსი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 110.6 ქულას ყრის. მეჯიქი კი ამ დროს, ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 116.6 ქულას უშვებს.

ორლანდოს, ბოლო ხუთივე გასვლის პირველი მეოთხედები წაგებული აქვს, ამ დროს ჰიუსტონს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან იგივე მაჩვენებელში 3-2 ზე აქვს სტატისტიკა.

ვფიქრობთ, უპრიანი იქნება გამოვიყენოთ ეს სტატისტიკა და დავწეროთ - 1 გუნდი მოიგებს 1 მეოთხედს და მატჩს @ კი

ტრავმები :

ჰიუსტონი - არავინ;

ორლანდო - ჯოდი მიქსი.

 

 

დალასი - პორტლენდი

ბოლო ტურში სტუმრად დენვერთან განადგურების შემდეგ, დალასი რეაბილიტაციას შინ პორტლენდთან შეეცდება. ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, მასპინძლებს ოთხი მოგება უმაგრებთ ზურგს. 20 მოგების წილ 31 წაგებით, დალასი დასავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილს იკავებს.

 

მიჯრით ორი წაგება აქვს პორტლენდს. ბლეიზერსი ბოლო ტურში, სტუმრად ოკლაჰომასთან დამარცხდა 99:105. ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, პორტლენდმა მხდოლო ერთხელ შეძლო გამარჯვების მოპოვება. 22 გამარჯვებით და 30 მარცხით, პორტლენდი 1 ადგილით უსწრებს თავის ვიზავის და ამავე კონფერნციის მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება მავერიქსს დარჩა. დალასი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 109.8 ქულას აგროვებს. პორტლენდის ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში კი, საშუალოდ 210.4 ქულა ვარდება.

ვფიქრობთ, აღნიშნული სტატისტიკის და გუნდების სტილიდან გამომდინარე, შედარებით უხვქულიან შეხვედრას უნდა ველოდოთ - 200.5 @ მეტი

 

ტრავმები :

დალასი - ენდრიუ ბოგუტი, დერონ ვილიამსი.

პორტლენდი - ფესტუს ეზელი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები