Aa Aa
6 ივნისი 2021  |  10:57

NBA: ბრუკლინმა მილუოკი პირველ შეხვედრაში დაამარცხა

გამთენიისას NBA-ში აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალური სერიის პირველი შეხვედრა გამართეს „ბურკლინ ნეტსმა“ და „მილუოკი ბაქსმა“. სტივ ნეშის გუნდმა საკუთარ კედლებში 115:107 მოიგო და 1:0 დაწინაურდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მასპინძლებს საწყის ორ მეოთხედში მცირე უპირატესობა ჰქონდათ და შესვენებაზე მხოლოდ 2-ქულიანი ფორით გავიდნენ.

გარდამტეხი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც „ნეტსმა“ 35:23 მოიგო. მიუხედავად ბოლო მეოთხედის 6-ქულიანი უპირატესობით მოგებისა, სტუმრებს ეს არ ეყოთ და საბოლოოდ დამარცხდნენ კიდეც.

შეხვედრაში ყველაზე მეტი გიანის ანტეტოკუნმპომ ჩააგდო - 34 ქულა, 11 მოხსნა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა მიდლტონსაც - 13 ქულა, 13 მოხსნა.

გიანისის საუკეთესო მომენტები შეხვედრაში

მასპინძელთა შორის ყველაზე მეტი კევინ დურანტმა ჩააგდო - 29 ქულა, 10 მოხსნა. 25 ქულა ჰქონდა კაირი ირვინგს. 18 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა ბლეიკ გრიფინმა.

"კეიდის" საუკეთესო მომენტები შეხვედრაში

ექსპერტთა მოსაზრებით ეს წყვილი ყველაზე სანახაობრივი და დაძაბული უნდა გამოდგეს. ვნახოთ გამართლდება თუ არა მოლოდინები.

სერიის მეორე შეხვედრა 8 ივნისს, თბილისის დროით 03:30 საათზე გაიმართება.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში