მჭედლიძის მორიგი გოლი სერია ა-ში
Aa
Aa

მჭედლიძის მორიგი გოლი სერია ა-ში

ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" სერია ა-ს 22-ე ტურში სტუმრად "კროტონესთან" დიდი ანგარიშით 1:4 წააგო. 

სამაგიეროდ ჩვენთვის სასიამოვნო ისაა, რომ შედეგიან თამაშს აგრძელებს მჭედლიძე, რომელმაც მიმდინარე სეზონში, კონკრეტულად კი ბოლო 6 ტურში, მეხუთე გოლი გაიტანა და თავის იტალიურ კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 

ქართველმა 39-ე წუთზე გუიდო მარილუნგოს პასით ისარგებლა და ანგარიში გაათანბრა. სხვათა შორის, ლევანმა ხსენებული 5 გოლიდან 3, სწორედ მარილუნგოს პასების შემდეგ შეაგდო. 

"ემპოლის" ამ წუთისათვის 21 ქულა აქვს და იმავე "კროტონეს", რომელიც გასავარდნ ზონაშია, 8 ქულით უსწრებს. 

შემდეგ ტურში, 5 თებერვალს, ტოსკანიელები საკუთარ არენაზე "ტორინოს" შეხვდებიან. 

მსგავსი სიახლეები