Daily Mirror: ჩინური "ტიანჟინი" სლიმანიში 45 მილიონ ევროს იხდის!
ბრიტანული Daily Mirror-ის ცნობით, ჩინური კლუბი "ტიანჟინი" "ლესტერის" ერთ-ერთი ლიდერ ისლამ სლიმანიში 40 მილიონ გირვანქა-სტერლინგს (დაახლოებით 45 მილიონი ევრო) ჩამოდის.
ჩინელები მზად არიან ლესტერშირელებთან უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებიც დაიწყონ, ხოლო როგორც ცნობილია, ისინი ფეხბურთელისთვის კვირაში 400 ათასი გირვანქა-სტერლინგის გადახდას აპირებენ, რაც წლიურად ევროებში გაანგარიშებით 25 მილიონამდეა.
28 წლის სლიმანი "ლესტერში" გასულ ხაფხულს ლისაბონის "სპორტინგიდან" 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მიმდინარე პრემიერ ლიგის 13 თამაშში 5 გოლის გატანა შეძლო.
გეტყვით იმასაც, რომ "ტიანჟინის" მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული იტალიელი ფაბიო კანავაროა.
მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით