ბათუმმა გაიტანა - გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
Aa
Aa

ბათუმმა გაიტანა - გოლი არ უნდა ჩათვლილიყო

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ბათუმის „დინამო“ „საბურთალოს“ მასპინძლობს. შეხვედრის პირველ ტაიმში მასპინძელთა შემტევმა ლაშა შინდაგორიძემ თბილისელებს შორიდან ძლიერად დაურტყა. ბურთი ძელს მოხვდა.

ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ თითქოს ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. შეხვედრის არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა ასე დაინახა და გოლი ჩათვალა. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბურთმა არათუ კარის ხაზი გადაკვეთა, არამედ ხაზსაც თითქმის არ შეხებია.

ამ მომენტს თბილისელთა მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა. „საბურთალომ“ სტადიონის დატოვებაც კი გადაწყვიტა, თუმცა საბოლოოდ ყველა დამშვიდდა და მატჩი გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები