Aa Aa
16 მაისი 2021  |  10:44

''ჩემი დარჩენის შანსი 50/50-ზეა'' - ''ეს გამარჯვება დავიმსახურეთ''

''ანორთოსისის'' ლიდერს, თორნიკე ოქრიაშვილს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. კვიპროსის თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ 29 წლის ფეხბურთელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ შესაძლოა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

''ძალიან დაღლილი და ამავდროულად ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენმა ქომაგებმა ეს გამარჯვება დაიმსახურეს.

ჩვენმა მწვრთნელმა, სამწვრთნელო შტაბმა და ზოგადად მთელმა გუნდმა გამარჯვება დავიმსახურეთ''.

კითხვაზე დარჩება თუ არა შემდეგ სეზონში ''ანორთოსისში'',  ოქრიაშვილმა ასე უპასუხა: ''ჩემი დარჩენის შანსი 50/50-ზეა''.

2019 წლის ზაფხულიდან მოყოლებული თორნიკე ოქრიაშვილი კვიპროსულ კლუბში ასპარეზობს. მას კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 31 მაისამდე აკავშირებს.

კვიპროსის ჩემპიონატის 2020-21 წლების სეზონში თორნიკე ოქრიაშვილმა 20 მატჩში 9 გოლი შეაგდო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში