Aa Aa
14 მაისი 2021  |  19:51

შემადგენლობა ცნობილია - საქართველოს ბუდაპეშტში 14 ძიუდოისტი წარადგენს

6 ივნისს ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, რომელიც 13 ივნისს დასრულდება. რა თქმა უნდა, საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ და შეეცდებიან მორიგი ოქროს მედლები მოიპოვონ.

საქართველოს ნაკრებს ჯამში(იგულისხმება ქალები და კაცები) 14 სპორტსმენი წარადგენს.

მამაკაცთა ნაკრები

ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე -60 კგ. ვაჟა მარგველაშვილი -66 კგ. ლაშა შავდათუაშვილი -73 კგ. ლუკა მაისურაძე -81 კგ. ბექა ღვინიშავილი -90 კგ. ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე -100 კგ. გელა ზაალიშვილი +100 კგ.

ქალთა ნაკრები

ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი -52 კგ. ეთერ ლიპარტელიანი -57 კგ. მარიამ ჭანტურია -70 კგ. სოფიო სომხიშვილი +78 კგ.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს შემადგენლობა ოფიციალურია, შესაძლოა ტრავმის ან კორონავირუსის გამო ცვლილებები მოხდეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები