Aa
Aa

"ლაჩარი ხარ" - საჩხერეში ასანიძის და ტალახაძის ვარსკვლავები დააზიანეს

საჩხერის ოლიმპიელთა სკვერში გიორგი ასანიძისა და ლაშა ტალახაძის სიმბოლოები დააზიანეს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული ავრცელებს.

საჩხერეში ვარ...გუშინ ფეხით გავიარე დარბაზიდან სასტუმრომდე და გზად "ლაშა ტალახაძის და გიორგი ასანიძის სახელობის სკვერი" -ში მოვხვდი...მახსოვს, სამიოდე წლის წინ, დიდი ცერემონიალი ჩატარდა, როცა ეს სკვერი გაიხსნა.... ოლიმპიურ მონუმენტთან გავჩერდი და ვნახე, რომ ვარსკვლავები, სადაც ლაშას და გიორგის სახელი ეწერა, ჩამოფხეკილია... ეს ხომ აქაურმა გააფუჭა ?!ამის გასაფუჭებლად სხვა არ ჩამოვიდოდა...მე მინდა ამის გამკეთებელს მივმართო.. ვინც ასანიძის და ტალახაძის სპორტულ ღვაწლს არ აფასებს, საქართველოს და თუნდაც საჩხერის მიმართ :"ხელოვნებაა თავად უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი"- ეს შედარებისთვის, თუ ვინ ხარ შენ, ვინც ეს ქენი და ვინ არიან ეს ადამიანები, ვისი სახელების წაშლაც ცადე.ლაჩარი ხარ ჩემს თვალში!“- წერს ჭინჭარაული

შეგახსენებთ,რომ ოლიმპიელთა სკვერში არსებულ სიმბოლოზე ოლიმპიური ჩემპიონების - გიორგი ასანიძისა და ლაშა ტალახაძის ვარსკვლავები 2018 წლის 21 ივნისს გაიხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები