პროგრესი გრძელდება - დვალიშვილი რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა
მორიგი ცვლილებები UFC-ის სარეიტინგოთა სიაში და მორიგი დაწერილი ისტორია.
ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მსუბუქ წონაში 4 საფეხურით დაწინაურდა და მე-8 პოზიციაზე გადავიდა.
დვალიშვილიმა ბოლო ბრძოლა 2 მაისს გამთენიისას გამართა და 32 წლის ამერიკელი კოდი სტამანი არბიტრთა გადაწყვეტილების შედეგად 3-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.
მერაბმა ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა,რაც მას რეიტინგში დაწინაურებაზე აისახა.
კოდი სტამანამდე დვალიშვილს მოგებული ჰქონდა: ტერიონ ვეირთან, ბრედ კატონასთან,კესი კენისთან,გუსტავო ლოპესთან და ჯონ დოდსონთან.
შეგახსენებთ,რომ დვალიშვილი საწყისი ორი ბრძოლა ფრანკი საენცთან და რიკი სიმონთან დათმო.
ასევე TOP-10 მებრძოლაშია გიგა ჩიკაძე,რომელიც ქვემსუბუქ წონაში მე-10 პოზიციაზე იმყოფება.