9 გოლიანი დრამა - ბერიძის გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე!
Aa
Aa

9 გოლიანი დრამა - ბერიძის გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე!

გიორგი ბერიძის „უიპეშტმა“ უნგრეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში „ზალაეგერსეს“ უმასპინძლა და უხვგოლიან, დრამატულ მატჩში 5:4 გაიმარჯვა.

ქართველმა შემტევმა მატჩში გადამწყვეტი როლი ითამაშა. „უიპეშტი“ 3:1-ს იგებდა, თუმცა ფორა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ 90-ე წუთისთვის ტაბლოზე 4:4 ფიქსირდებოდა, რა დროსაც ბერიძემ მარცხენა ფლანგიდან მცველები ჩამოიშორა და შორეულ დაბალ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა - 5:4.

ასევე აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი ბერიძის პასით გავიდა. ქართველმა ჯამში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და არბიტრს მოედნიდან მეტოქე გუნდის ფეხბურთელიც გააძევებინა.

ბერიძისთვის სეზონი წარმატებული გამოდგა. ქართველმა 25 მატჩი ჩაატარა და 10 გოლით გუნდის ბომბარდირიც გახდა. პლუს ამას უნგრეთის თასის მატჩებში 6 გოლი გაიტანა და ჯამში სეზონში 29 მატჩში 16 გოლი გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბერიძე „უიპეშტთან“ ერთად მიმდინარე სეზონში უნგრეთის თასის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები