Aa Aa
9 მაისი 2021  |  11:38

ბითაძის 7 ქულა და 3 დაფარება - ინდიანამ ოვერტაიმში წააგო

„ინდიანა პეისერსმა“ პლეი-ოფში მოსახვედრად ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან „ვაშინგტონ ვიზარდთან“ მნიშვნელოვანი შეხვედრა დათმო. ინდიანაპოლისელებმა საკუთარ კედლებში დრამატული ბრძოლისა და ოვერტაიმის შემდეგ მატჩი 1 ქულით წააგეს.

ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ 15 წუთი და 42 წამი ითამაშა. მისი მონაგარი 7 ქულა, 2 მოხსნა, 2 გადაცემა, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო. 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 3-დან 2 ორქულიანი და ორჯერ დაჯარიმდა.

ბითაძეს საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა და რამდენიმე ეპიზოდში გამორჩეულიც იყო. მაგალითად, როდესაც ლოპესს მიჯრით ორჯერ ბლოკშოტი გაუკეთა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „ვაშინგტონმა“ 10-ქულიანი სხვაობა დაქაჩა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. ბრედლი ბილმა „ვიზარდსს“ ულიდერა და 50 ქულა ჩააგდო. რასელ ვესტბრუკმა კი კარიერაში 181-ე სამმაგი დუბლი გაიფორმა - 33 ქულა, 19 მოხსნა და 15 გადაცემა. „რასი“ ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ოსკარ რობერტსონს გაუთანაბრდა.

„ინდიანას“ კრის ლევერტმა ულიდერა - 35 ქულა და 14 მოხსნა. სამმაგი დუბლი ჰქონდა დომანტას საბონისს - 30 ქულა, 13 მოხსნა, 13 გადაცემა.

ამ წაგების შემდეგ „ინდიანა“ მე-10 ადგილამდე დაქვეითდა. გოგას გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 მაისს „კლივლენდის“ წინააღმდეგ გამართავს.


გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში