ESPN - ჩელსი და სიტი ლევანდოვსკის შესაძენად იბრძოლებენ
Aa
Aa

ESPN - ჩელსი და სიტი ლევანდოვსკის შესაძენად იბრძოლებენ

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელით, რობერტ ლევანდოვსკით ორი ინგლისური გრანდი დაინტერესდა. ESPN-ის ინფორმაციით, ამ ზაფხულს „ჩელსი“ და „სიტი“ პოლონელი ცენტრფორვარდის გადასაბირებლად იბრძოლებენ.

„ლურჯებსა“ და „ქალაქელებს“ მაღალი დონის თავდამსხმელის შეძენა სურთ და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ლევანდოვსკი გახლავთ. ESPN-ის ინფორმაციით, პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს მის სანაცვლოდ მინიმუმ 60 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკის გარდა, „ჩელსის“ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს უკავშირებენ. Bild-ის ინფორმაციით, „არისტოკრატები“ მოჰამედ სალაჰს აკვირდებიან. ტომას ტუხელს შეტევის გაძლიერება სურს და „სტემფორდ ბრიჯზე“ ეგვიპტელთან ერთად, ერლინგ ჰოლანდისა და რომელუ ლუკაკუს ვარიანტებს განიხილავენ.

„სიტის“ რაც შეეხება, „ქალაქელები“ სერხიო აგუეროს შემცვლელს ეძებენ, რომელიც სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. აქამდე, ბრიტანულ პრესაში „ქალაქელთა“ მთავარ სამიზნედ „დორტმუნდის“ ერთ-ერთ ლიდერს, ერლინგ ჰოლანდს ასახელებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები