“პატივს ვცემთ, მაგრამ არ გვეშინია“ - კონატე ესპანეთთან მატჩის წინ
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, მამლების უკანახაზელმა იბრაჰიმა კონატემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კონატე:
„ესპანეთის არ გვეშინია. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ მათ, რადგან ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ შიში არ გვაქვს. ისინი მხოლოდ ერთი გაშვებული გოლით მოვიდნენ ნახევარფინალამდე. ეს ბევრს ამბობს მათ ხარისხზე.
იამალი განსაკუთრებული ფეხბურთელია, მაგრამ მხოლოდ მასზე არ უნდა ვიფიქროთ. ესპანეთს ბევრი მსოფლიო დონის მოთამაშე ჰყავს. თავმდაბლები უნდა დავრჩეთ, მაგრამ საკუთარი ძალების გვჯერა.
ესპანეთი ძალიან თანმიმდევრული გუნდია. ისინი შესანიშნავად თამაშობენ, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. კარგად უნდა დავიცვათ თავი და შევზღუდოთ ისეთი ფეხბურთელების თავისუფლება, როგორიც ლამინ იამალია.“
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და ესპანეთის ნახევარფინალური დაპირისპირება 14 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.