ბითაძის 14 წუთ-ნახევარი და 2 ქულა - ინდიანამ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
Aa
Aa

ბითაძის 14 წუთ-ნახევარი და 2 ქულა - ინდიანამ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ 2-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და მიმდინარე სეზონში 31-ე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი კალათბურთელის გუნდი საკუთარ კედლებში „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდა და ნეით მაკმილანის შეგირდები 133-126 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 14 წუთი და 28 წამი გაატარა და თავი ბევრი ვერაფრით გამოიჩინა. 21 წლის ცენტრი მხოლოდ 2 ქულას, 1 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემასა და 1 დაფარებას დასჯერდა. ბითაძემ 3 სამქულიანი გააცუდა და 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 2-ჯერ დაჯარიმდა.

„ინდიანას“ რიგებში ყველაზე მეტი, 31 ქულა კარის ლევერტმა მიითვალა. დომანტას საბონისმა აქტივში 30 ქულა, 8 მოხსნა და 9 ასისტი ჩაიწერა. აარონ ჰოლიდეი 15 ქულას დასჯერდა, ხოლო ტი ჯეი მაკკონელმა 19 ქულა გააკეთა.

„ატლანტას“ 30 ქულითა და 10 ასისტით ტრეი იანგმა ულიდერა. ბოგდანოვიჩის ანგარიშზე 28 ქულა იყო, ხოლო კოლინსმა და გალინარიმ 25 და 15 ქულა დააგროვეს.

„ჰოუქსთან“ გამარჯვების შემდეგ, „ინდიანა“ მე-9 ადგილზე იმყოფება და „შარლოტ ჰორნეთსს“ მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება. „პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას 9 მაისს გამართავს და „ვაშინგტონ უიზარდსს“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები