Aa Aa
6 მაისი 2021  |  23:58

ლამი: "გუარდიოლას ულტრა შემტევი ტიკი-ტაკა აღარ უყვარს"

გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფილიპ ლამმა პეპ გუარდიოლაზე ისაუბრა. ის თვლის, რომ ესპანელი სპეციალისტი ახლა უფრო ფრთხილი ტაქტიკით თამაშობს.

ლამის თქმით, გუარდიოლას, რომ შეძლებოდა 11-ვე ფეხბურთელი ინიესტა ეყოლებოდა, მაგრამ ფილიპის აზრით პეპი ახლა უფრო ფრთხილია.

„ბარსელონაში“ ესპანელი თავკაცი ისეთ უდიდეს ტალანტებთან მუშაობდა, როგორებიც ხავი, ინიესტა და მესი არიან, თუმცა „ბაიერნში“ და „სიტიში“ სხვა ტაქტიკა აირჩია. ხშირად ის თავდამსხმელის გარეშე თამაშობდა.

რა თქვა ლამმა?

„ესპანეთში მიღწეული უდიდესი წარმატების შემდეგ ყველა ხედავთ, რომ გუარდიოლა ახალ ტაქტიკასთან ადაპტირდება. „ბარსელონა“ საოცარი გუნდი იყო და მათ ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. იმ პერიოდში კი კატალონიელები ყველა მოწინააღმდეგეს ახრჩობდნენ.

„ბლაუგრანა“ იოჰან კრუიფის იდეებს მიყვებოდა და ტოტალურ ფეხბურთს თამაშობდა. ამას მხარი გუარდიოლამაც აუბა. პეპს რომ შეძლებოდა, აუცილებლად 11-ვე ფეხბურთელი მის ძირითად შემადგენლობაში ინიესტა იქნებოდა.

ხოსეპმა თავისი იდეოლოგია „ბაიერნში“ ბოლომდე არ გამოიყენა. რიბერის და რობენს ფლანგზე თამაშის უფლება მისცა და ფლანგის მცველები ცენტრში აწია. ასე ბურთს უკეთესად ვაკონტროლებდით.

„სიტი“ ახლა უფრო ფრთხილად თამაშობს. მათ ჰყავთ ფიზიკურად ძალიან ძლიერი ცენტრალური მცველები, რომლებიც მეორე სართულზე თითქმის ყველა ორთაბრძოლას იგებენ.

ახლანდელი „სიტი“ ბურთს ხშირად გასცემს და შემდეგ ისევ უკან იბრუნებს. ისინი კონტრ-შეტევებს ელოდებიან. გუარდიოლამ ისწავლა, რომ გოლის გატანა კუთხურიდან ან საჯარიმოს გარედან დარტყმითაც შეიძლება. მას აღარ უყვარს ულტრა შემტევი „ტიკი-ტაკა“.

გუარდიოლას მიღწევა „სიტისთან“ ერთად

ესპანელმა თავკაცმა მანჩესტერული კლუბი ისტორიაში პირველად გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. „ქალაქელები“ მიმდინარე სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ბრწყინავენ და ახალი რეკორდი დაამყარეს. 12 ჩატარებული შეხვედრიდან „სიტიმ“ 11-ჯერ გაიმარჯვა და 1 ფრეს დასჯერდა. ფინალამდე ასეთი მაგარი შედეგი არასდროს არავის არ ჰქონია.

ასევე გეტყვით, რომ „მანჩესტერ სიტის“ სულ ცოტა აშორებს პრემიერ ლიგის მორიგ ტიტულამდე. ამ მომენტისთვის პეპის გუნდი სატურნირო ცხრილში 80 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ თანაქალაქელ „იუნაიტედს“ 13 ქულით უსწრებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში