Aa Aa
4 მაისი 2021  |  21:04

ცნობილია თუ რატომ არ შეუშვეს შერმადინი რუსეთში - გიო უკვე გუნდთან ერთადაა

უცხოური გამოცემების ინფორმაციით, „ლენოვო ტენერიფეს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი შერმადინს რუსეთში შესვლის უფლება დართეს. ქართველი ცენტრი უკვე გუნდთან ერთად იმყოფება და საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ფინალური ტურნირისთვის ემზადება.

Eurohoops-ის ცნობით, შერმადინს ვიზასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და აეროპორტში ღამის გათენება სწორედ ამიტომ მოუწია. როგორც ირკვევა, საქმეში ფიბა, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ხელმძღვანელობა და ტურნირის ადგილობრივი ორგანიზატორები ჩაერივნენ და ამ საკითხის მოგვარება სწორედ ასე მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ შერმადინის პრობლემების შესახებ საკალათბურთო სამყაროს მისმა თანაგუნდელმა, მარსელინიო ჰუერტასმა ამცნო, რომელმაც „ინსტაგრამზე“გამოაქვეყნა იმ დივანის ფოტო, რომელზეც გიოს ეძინა. „დაუჯერებელია, რომ მათ უარი თქვეს ჩვენი საუკეთესო მოთამაშის ქვეყანაში შეშვებაზე. დრო გადის, პრობლემა კი ჯერჯერობით არ გვარდება. გიორგის უმნიშვნელოვანი მატჩს წინ ამ "დივანზე" ეძინა. ჩვენ შენთან ვართ გიო“, - განაცხადა ბრაზილიელმა

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ფინალური გათამაშება ნიჟნი ნოვგოროდში გაიმართება და შერმადინის გუნდი ერთ-ერთი ფავორიტი გახლავთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში