Aa Aa
4 მაისი 2021  |  17:24

ოფიციალურად - რომას ჟოზე მოურინიო გაწვრთნის

დღეს ცნობილი გახდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ „რომას“ პაულო ფონსეკა დატოვებს. მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდა. რომაული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კი ახალი დამრიგებლის ვინაობა გაამხილა.

მომდევნო სეზონიდან „ჯალოროსის“ გამოცდილი პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო უხელმძღვანელებს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ „ტოტენჰემიდან“ გაათავისუფლეს. ჟოზემ "რომასთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცნობისთვის, მოურინიოს სერია ა-ში მუშაობის გამოცდილება აქვს. პორტუგალიელი 2008 წლიდან 2010 წლის ჩათვლით „ინტერს“ ხელმძღვანელობდა და „ნერაძურისთან“ ერთად ტრიპლეტი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ფონსეკა რომაულ კლუბს 2019 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში. გასულ სეზონში, „ჯალოროსი“ სერია ა-ში მე-5 ადგილზე გავიდა და მიმდინარე სეზონში ევროპის ლიგის ნახევარფინალში გააღწია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში